Sunday, March 9, 2014
Saturday, March 8, 2014
მეცხრე დღე
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა, ყველაფერი მოვაწესრიგე, მზად ვარ ჩემი პროექტის პორტფოლიოს გამოსაქვეყნად. ცოტა არ იყოს ვღელავ, დარწმუნებული ვარ ყველა ჩემს დღეშია. ყველას წარმატებას ვუსურვებ!
დიდი მადლობა ჩვენ ტრენერს, ელენე ბეთლემიშვილს საინტერესო და საქმიანი ტრენინგის ჩატარებისთვის. მან ჩემს ცოდნას ბევრი რამ შემატა, თითქმის დღითიდღე ვიზრდებოდი.
პროექტის პრეზენტაცია
ტრენინგი აქტუალურ ფაზას მიუახლოვდა,დღეს წარმოვადგინეთ პროექტის პრეზენტაციები, მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისგან და ერთმანეთისგან, ჩავასწორეტ, დავხვეწეთ და საბოლოო სახით ავტვირთეთ ბლოგზე.
Monday, March 3, 2014
მეშვიდე დღე
ჩემო კოლეგებო ყველას გილოცავთ დედის დღეს , მრავალს დაესწარით, მუდამ სიხარულის ცრემლები ბრწყინავდეს თქვენს თვალებში. ეს ყვავილი ჩემგან
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ვფიქრობ სხვა დღეებთან შედარებით მეტად შრომატევადი იყო. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ბუკლეტი, მათი შეფასების ჩეკლისტები და რუბრიკები. გავუზიარეთ ერთმანეთს, მივიღეთ უკუკავშირები.
ნაშრომების შექმნა მეტად მნიშვნელოვანი ყოფილა, რადგან დაგვეხმარა :
- მივხვდით რა არის რთული და რა არის კეთებადი;
- რამდენად შესაძლებელია ტექნოლოგიების გამოყენება;
- რა პრობლემები ჩნდება და როგორ მოგვარდეს;
- რა უნარებია საჭირო;
- როგორ გავამარტივოთ;
ხო, კიდევ დამავიწყდა ეს რომ არ აღმენიშნა ჩვენმა ტრენერმა კიდევ შეავსო ჩემი ცოდნა, რის გამოც გულწრფელ მადლობას ვუხდი, მიყვარს ასეთი ადამიანები, რომლებიც ყველას უზიარებენ თავის გამოცდილებას. მასწავლა თუ როგორ უნდა გავხდე ჩემი ბავშვებისთვის ფასილიტატორი ( ვგულისხმობ ჩემი პროექტის უკეთ განხორციელებისტვის როგორ დავეხმარო ბავშვებს) ჩამიწერა პროგრამა რომელსაც არ ვიცი რა ქვია და მისი დახმარებით შევქმენი პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება ჩემ ბავშვებს გახმოვანების დროს. აი ეს პრეზენტაციაც.
Sunday, March 2, 2014
მეექვსე დღე
დღესაც საინტერესო და შრომატევადი სამუშაო გვქონდა. განვიხილეთ მესამე მოდულის საკითხები, კერძოდ როგორ გამოვიყენო ინტერნეტი უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით. ვიცოდი როგორ უნდა მომეძია სურათები ინტერნეტით, დღეს გამოცდილება კიდევ ერთი ნიუანსით შეივსო, ტრენერმა გვასწავლა დეტალურად როგორ მოგვეძებნა სურათები.(ზომის, ფერის ნახატის, კლიპარტების და ა.შ) გადმოვწერეთ რამოდენიმე სურათი ჩვენი პროექტისთვის და ამავე დროს ვორდის ფურცელში ჩავსვით თითოეული სურათის ლინკები, რომელიც შევინახეთ საქაღალდეში.
აგრეთვე, დავამთავრეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსება, ცვლილებები შევიტანეთ პროექტის გეგმაში.
აგრეთვე, დავამთავრეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსება, ცვლილებები შევიტანეთ პროექტის გეგმაში.
პროექტზე მუშაობის
დაწყებამდე
|
მოსწავლეები მუშაობენ
პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
|
პროექტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ
|
||||
|
|
|
||||
|
|
|
|
|
|
|
დაფიქრდი, დაწყვილდი,
გაუზიარე
|
პროექტის გეგმა
|
ელ. წიგნების
ჩეკლისტი
დიდი წიგნების
ჩეკლისტი
|
ელ. წიგნის რუბრიკა
დიდი წიგნების რუბრიკა
|
ერთობრივი ბროშურის ჩეკლისტი
|
რეფლექსიური ესე
|
Friday, February 28, 2014
მიმართულების მიმცემი კითხვები
ერთი ნაბიჯით კიდევ წინ წავიწიეთ, ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. გავუზიარეთ და დავეხმარეთ ერთმანეთს დახვეწაში, თავად ტრენერიც დაგვეხმარა. ქვემოთ მოცემულია ეს კითხვები, შესაძლებელია ტრენინგის დასრულებამდე კიდევ დაიხვეწოს.( გამოგიტყდებით ცოტა გამიჭირდა, ვგულისხმობ ჩემი პროექტის სათაურს ვერ ვარგებდი კითხვებს. აქვე გეტყვით ვაპირებ პროექტს "საკლასო ბიბლიოთეკა") კოლეგებო ყველს გისურვებთ წარმატებებს!
ზოგადი კითხვა
|
თემატური
კითხვა
|
შინაარსობრივი კითხვა
|
რა გვჭირდება რომ განვვითარდეთ?
|
როგორ გავხადოთ კითხვა საინტერესო და სახალისო?
|
სად
წაგიკითხავთ საინტერესო ამბები?
გაქვთ
თუ არა საკუთარი ბიბლიოთეკა?
რა
ჰქვია დასურათებულ წიგნებს?
რით განსხვავდება საბავშვო წიგნები დიდების წიგნებისგან? |
Tuesday, February 18, 2014
ვემზადები პროექტისთვის
ამ წუთებში დავასრულე ჩემი ელექტრონული წიგნის შექმნა, რომელსაც პროექტში გამოვიყენებ. პირვლად შევქმენი და კმაყოფილი ვარ. მინდა გავამხნევო ჩემი კოლეგები, რომ არ ყოფილა რთული, ერთი შეხედვით ასე ჩანს. უბრალოდ მონდომება და ცოტა დიდხანს ყოფნა მოგიწევთ კომპიუტერთან. ( 2 დღე დამჭირდა).
(შენიშვნა: ქვემოთ მოცემული სლაიდები ანიმაციურია ანუ საგნები მოძრაობენ, აქ არ ჩანს).
Subscribe to:
Posts (Atom)