ჩემო კოლეგებო ყველას გილოცავთ დედის დღეს , მრავალს დაესწარით, მუდამ სიხარულის ცრემლები ბრწყინავდეს თქვენს თვალებში. ეს ყვავილი ჩემგან
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ვფიქრობ სხვა დღეებთან შედარებით მეტად შრომატევადი იყო. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ბუკლეტი, მათი შეფასების ჩეკლისტები და რუბრიკები. გავუზიარეთ ერთმანეთს, მივიღეთ უკუკავშირები.
ნაშრომების შექმნა მეტად მნიშვნელოვანი ყოფილა, რადგან დაგვეხმარა :
- მივხვდით რა არის რთული და რა არის კეთებადი;
- რამდენად შესაძლებელია ტექნოლოგიების გამოყენება;
- რა პრობლემები ჩნდება და როგორ მოგვარდეს;
- რა უნარებია საჭირო;
- როგორ გავამარტივოთ;
ხო, კიდევ დამავიწყდა ეს რომ არ აღმენიშნა ჩვენმა ტრენერმა კიდევ შეავსო ჩემი ცოდნა, რის გამოც გულწრფელ მადლობას ვუხდი, მიყვარს ასეთი ადამიანები, რომლებიც ყველას უზიარებენ თავის გამოცდილებას. მასწავლა თუ როგორ უნდა გავხდე ჩემი ბავშვებისთვის ფასილიტატორი ( ვგულისხმობ ჩემი პროექტის უკეთ განხორციელებისტვის როგორ დავეხმარო ბავშვებს) ჩამიწერა პროგრამა რომელსაც არ ვიცი რა ქვია და მისი დახმარებით შევქმენი პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება ჩემ ბავშვებს გახმოვანების დროს. აი ეს პრეზენტაციაც.
No comments:
Post a Comment