Friday, February 28, 2014

მიმართულების მიმცემი კითხვები

    ერთი ნაბიჯით კიდევ წინ წავიწიეთ, ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. გავუზიარეთ და დავეხმარეთ ერთმანეთს დახვეწაში, თავად ტრენერიც დაგვეხმარა. ქვემოთ მოცემულია ეს კითხვები, შესაძლებელია ტრენინგის დასრულებამდე კიდევ დაიხვეწოს.( გამოგიტყდებით ცოტა გამიჭირდა, ვგულისხმობ ჩემი პროექტის სათაურს ვერ ვარგებდი კითხვებს. აქვე გეტყვით ვაპირებ პროექტს "საკლასო ბიბლიოთეკა") კოლეგებო ყველს გისურვებთ წარმატებებს!


 ზოგადი კითხვა


თემატური კითხვა


შინაარსობრივი კითხვა


რა გვჭირდება რომ განვვითარდეთ?
როგორ გავხადოთ კითხვა საინტერესო და სახალისო?
სად წაგიკითხავთ საინტერესო ამბები?
გაქვთ თუ არა საკუთარი ბიბლიოთეკა?
რა ჰქვია დასურათებულ წიგნებს?
რით განსხვავდება საბავშვო წიგნები დიდების წიგნებისგან? 

    


Tuesday, February 18, 2014

ვემზადები პროექტისთვის


 ამ წუთებში დავასრულე ჩემი ელექტრონული წიგნის შექმნა, რომელსაც პროექტში გამოვიყენებ. პირვლად შევქმენი და  კმაყოფილი ვარ. მინდა გავამხნევო ჩემი კოლეგები, რომ არ ყოფილა რთული, ერთი შეხედვით ასე ჩანს. უბრალოდ მონდომება და ცოტა დიდხანს ყოფნა მოგიწევთ კომპიუტერთან. ( 2 დღე დამჭირდა).

(შენიშვნა: ქვემოთ მოცემული სლაიდები ანიმაციურია ანუ საგნები მოძრაობენ, აქ არ ჩანს).

Saturday, February 15, 2014

მესამე დღე

       დღეს 15 თებერვალია, ძალიან კარგი დღეა ჩემთვის იმიტომ რომ ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტის მეუფე სერაფიმეს დაბადების დღეა. მინდა ვისარგებლო ჩემი ბლოგით და მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ქვემოთ არის ჩემი შვილის და მეუფე სერაფიმეს სურათი.




        რაც შეეხება დღევანდელ ტრენინგს. ვფიქრობ უფრო და უფრო მივიწევთ წინ, ახალ-ახალ საინტერესო საკითხებს ვსწავლობთ. ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩემ მიერ დამზადებულ ბროშურას, რომელიც გავავრცელე მშობლებსა და კოლეგებში.




ბროშურის ელექტრო ვერსია



              აგრეთვე დავიწყეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება, კერძოდ განვსაზღვრეთ და მოვათავსეთ გეგმაში  შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები (შენიშვნა, დაგვრჩა 21- საუკუნის უნარ-ჩვევების გაწერა ჩვენს გეგმაში, რომელიც საშინაო დავალებად შევასრულებთ). ასევე, ტრენერმა დეტალურად გაგვაცნო და აგვიხსნა მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები :

  •  ზოგადი  (ფართო მნიშვნელობის კითხვა, რომელიც აკავშირებს რამდენიმე                 საგნობრივ სფეროს)
  • თემატური  (სახელმძღვანელო კითხა თემისთვის)
  • შინაარსობრივი   ( განმარტებითი, შედარებით მარტივი კითხვები) 
                 მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ტრენერი დაუზარელი პიროვნებაა, ჩვენგანის არცერთ შეკითხვებს იგნორირებას არ უკეთებს, პირიქით ცდილობს უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს, მაგ., დღეს ამიხსნა, PoverPoint-ის პრეზენტაციის გაფორმება
  www. pizad.com-ის  დახმარებით და აგრეთვე ფოსტაზეც  გადმომიგზავნა ინსტრუქცია. მეც არ დავზარდები და ჩემს ბლოგზეც დავდებ ქალბატონი ელენე  ბეთლემიშვილის პრეზენტაციას ( მემგონი არ გამინაწყენდება უფლება რომ არ ვთხოვე).


Thursday, February 6, 2014

მეორე მოდულის მოლოდინში



      პირველი მოდულის დასრულების შემდეგ დავიწყე ფიქრი პროექტის თემაზე, ძირითადად კი მის განხორციელებაზე, შეძლებდნენ თუ არა ჩემი მოსწავლეები ახალი ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებას. მაგალითად, PowerPoint-ში მუშაობას, რატომღაც მათთვის ეს არ მისწავლებია. გადავწყვიტე წინასწარ გამეცნო ბავშვებისთვის PowerPoint-ის პროგრამა. ჩემდა გასაოცრად ერთი ახსნით აითვისეს (კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ბავშვებს თუ რამე აინტერესებს, შეუძლებელი არაფერი არ არის). განსაკუთრებით მოეწონათ სლაიდების დიზაინი და ანიმაციები, ყოველი ახლის აღმოჩენით უფრო-უფრო ხალისდებოდნენ და მეხვეწებოდნენ კიდევ გვესწავლა რამე. მეც შევპირდი, ხვალისთვის ვაპირებ სლაიდზე საკუთარი ხმის დადებას (შენიშვნა, ხმის ჩაწერა უკვე ათვისებული აქვთ). ერთ-ერთი მოსწავლე გამომიტყდა, მასწავლებელო რა ადვილი ყოფილა სლაიდების გაკეთებაო, არა და თქვენ რომ გვაჩვენებდით ხოლმე ძნელი მეგონაო.
    პროგრამის შესწავლის შემდეგ ბავშვებს ბუკით გადავაღებინე სურათები და PowerPoint-ის საშვალებით წარმოადგინეს თანაკლასელების დახასიათება. ქვემოთ არის ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარი (რავი მემგონი ცუდი არ არის).


Sunday, February 2, 2014

პირველი მოდული

                    ბორჯომის რაიონის მესამე კლასის მასწავლებლებს გვიტარდება ტრენინგი "Intel-ის სასწავლო კურსი" № 1 საჯარო სკოლაში. კვლავ შევხვდით ერთმანთს დაწყებითების მასწვლებლები და დიდი სიყვარულით მოვიკითხეთ ერთმანეთი, უფრო მეტიც ერთ-ერთმა მასწავლებელმა მადონა ლოლუაშვილმა მაჩუქა იერუსალიმიდან ჩამოტანილი ჯვარი, რომელიც იმ დღესვე გავიკეთე. აი ეს ჯვარიც




         კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 9 დღეს (დღეში 4 საათი). გვიტარდება შაბათ-კვირას. როგორც ტრენერმა აღნიშნა კურსის გავლის შემდეგ  მივიღებთ სერტიფიკატს. გვაქვს 2 დღის გაცდენის უფლება. ჩვენი ტრენერი გახლავთ ქალბატონი ელენე ბეთლემიშვილი, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა. არის საკმაოდ თბილი, ნიჭიერი, კომუნიკაბელური და რაც მთავარია ენერგიით სავსე.
           პირველივე დღეს შევიტყვე ამ კურსის არსი რაში მდგომარეობდა, კერძოდ სასწავლო კურსი მასწავლებლებს გვთავაზობს პროექტებით სწავლებას, სულ გავივლით 8 მოდულს.
პირველ მოდულს უკვე გავეცანით, რომელმაც გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების პროცესში, მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების ხელისშეწყობა, კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება და გამდიდრება სასწავლო პროცესის. ეს მოდული საინტერესო იყო იმითაც, რომ ვისწავლეთ ბუკლეტების გაკეთება. ვხვდები რომ წინ შრომატევადი და ამავე დროს საინტერესო მუშაობა გველის,  რაც წაგვადგება ჩვენც და ჩვენს მოსწავლეებსაც.