ბორჯომის რაიონის მესამე კლასის მასწავლებლებს გვიტარდება ტრენინგი "Intel-ის სასწავლო კურსი" № 1 საჯარო სკოლაში. კვლავ შევხვდით ერთმანთს დაწყებითების მასწვლებლები და დიდი სიყვარულით მოვიკითხეთ ერთმანეთი, უფრო მეტიც ერთ-ერთმა მასწავლებელმა მადონა ლოლუაშვილმა მაჩუქა იერუსალიმიდან ჩამოტანილი ჯვარი, რომელიც იმ დღესვე გავიკეთე. აი ეს ჯვარიც
კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 9 დღეს (დღეში 4 საათი). გვიტარდება შაბათ-კვირას. როგორც ტრენერმა აღნიშნა კურსის გავლის შემდეგ მივიღებთ სერტიფიკატს. გვაქვს 2 დღის გაცდენის უფლება. ჩვენი ტრენერი გახლავთ ქალბატონი ელენე ბეთლემიშვილი, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა. არის საკმაოდ თბილი, ნიჭიერი, კომუნიკაბელური და რაც მთავარია ენერგიით სავსე.
პირველივე დღეს შევიტყვე ამ კურსის არსი რაში მდგომარეობდა, კერძოდ სასწავლო კურსი მასწავლებლებს გვთავაზობს პროექტებით სწავლებას, სულ გავივლით 8 მოდულს.
პირველ მოდულს უკვე გავეცანით, რომელმაც გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების პროცესში, მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების ხელისშეწყობა, კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება და გამდიდრება სასწავლო პროცესის. ეს მოდული საინტერესო იყო იმითაც, რომ ვისწავლეთ ბუკლეტების გაკეთება. ვხვდები რომ წინ შრომატევადი და ამავე დროს საინტერესო მუშაობა გველის, რაც წაგვადგება ჩვენც და ჩვენს მოსწავლეებსაც.
No comments:
Post a Comment