Thursday, February 6, 2014

მეორე მოდულის მოლოდინში



      პირველი მოდულის დასრულების შემდეგ დავიწყე ფიქრი პროექტის თემაზე, ძირითადად კი მის განხორციელებაზე, შეძლებდნენ თუ არა ჩემი მოსწავლეები ახალი ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებას. მაგალითად, PowerPoint-ში მუშაობას, რატომღაც მათთვის ეს არ მისწავლებია. გადავწყვიტე წინასწარ გამეცნო ბავშვებისთვის PowerPoint-ის პროგრამა. ჩემდა გასაოცრად ერთი ახსნით აითვისეს (კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ბავშვებს თუ რამე აინტერესებს, შეუძლებელი არაფერი არ არის). განსაკუთრებით მოეწონათ სლაიდების დიზაინი და ანიმაციები, ყოველი ახლის აღმოჩენით უფრო-უფრო ხალისდებოდნენ და მეხვეწებოდნენ კიდევ გვესწავლა რამე. მეც შევპირდი, ხვალისთვის ვაპირებ სლაიდზე საკუთარი ხმის დადებას (შენიშვნა, ხმის ჩაწერა უკვე ათვისებული აქვთ). ერთ-ერთი მოსწავლე გამომიტყდა, მასწავლებელო რა ადვილი ყოფილა სლაიდების გაკეთებაო, არა და თქვენ რომ გვაჩვენებდით ხოლმე ძნელი მეგონაო.
    პროგრამის შესწავლის შემდეგ ბავშვებს ბუკით გადავაღებინე სურათები და PowerPoint-ის საშვალებით წარმოადგინეს თანაკლასელების დახასიათება. ქვემოთ არის ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარი (რავი მემგონი ცუდი არ არის).


No comments:

Post a Comment